სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი მომხრეა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილ ადამიანებს ან დაწესებულებებს ჰქონდეთ შესაბამისი უპირატესობები.
“აცრილების პრივილეგიებზე დიდი მითქმა-მოთქმაა , ამიტომ ვიტყვი ჩემ დამოკიდებულებასაც …
არ ვარ აცრილი და არც ვიცი როდის ავიცრები, მაგრამ ვფიქრობ, რომ აცრილებს ჩემზე მეტი უფლებები უნდა ჰქონდეთ , თუ რა თქმა უნდა, სხვებისთვისაც უსაფრთხო იქნებიან …
ეს იქნება უპირბადეოდ სიარული, თუ კომენდანტის საათის დარღვევის უფლება, ან სხვა რამე – არ ვიცი , მაგრამ ნამდვილად ეკუთვნით უპირატესობა…
და სულაც არ ჩავთვლი, რომ ჩემი უფლებები ირღვევა, არანაირად!
რადგან იქნება არჩევანი ან აიცრა და მიიღო მეტი თავისუფლება, ან არ აიცრა და შეგეხოს მეტი შეზღუდვები, ვიდრე აცრილს…
აქ ლაპარაკია უფლებების მეტ-ნაკლებობაზე და არა იმაზე, რომ აუცრელებმა საერთოდ არ უნდა გამოვყოთ ცხვირები…
p.s. რა თქმა უნდა , ვლაპარაკობ იმ პერიოდზე, როცა აცრილებში უკვე გამომუშავებულია ანტისხეულები და აღარ არიან ვირუსის მატარებლები…
აზრს არავის ვახვევ , ზოგადად, ეს არის ჩემი დამოკიდებულება სხვების პრივილეგიებისადმი, არც არასდროს მაწუხებდა, სხვათა შორის”- წერს მანჩო გიორგობიანი.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ კოვიდპასპორტის დანერგვა განიხილება და იმ ძირითად პარამეტრებზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც იქ აისახება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ისინი მომხრე არიან,რომ ვისაც ე.წ. კოვიდ პასპორტი ექნება, ჰქონდეთ გარკვეული “პრივილეგია”.