Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აჭარული ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასები მინსკში – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარული ხაჭაპურის ცხობის მასტერკლასები მინსკში

152

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მინკში „აჭარის დღე“-ს უმასპინძლა. არაოფიციალურ მიღებაზე, რომელსაც ბელარუსული მედიის, ტურისტული სააგენტოებისა და დიპლომატიური კორპუსის 100-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა პოპულაროზაცია გაეწია საქართველოს მდიდარ არამატერილური კულტურას, სამზარეულოსა და ღვინოს.  ორი საათის განმავლობაში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საქათველოში ემოგზაურათ, დაეგემოვნებინათ ტრადიციული ქართული კერძები- საცივი, ჩაშუშული, ხაჭაპური და ქართული ფოლკლორით ესიამოვნათ. სტუმრების განსაკუთრებული მოწონება საღამოზე აჭარული ხაჭაპურისა და ცეკვა მთიულურის მასტერკლასებმა დაიმსახურეს. ქართული ფოლკლორი მინსკში ხელვაჩაურის ფოლკლორულმა გუნდმა „ათძალი“ წარადგინა.

“ აჭარის დღეების მიზანია, რომ ის დადებითი ემოციები, რაც ჩვენს ფოლკლორსა და სამზარეულოს მოაქვს ჩვენმა სტუმრებმა საქართველოში ჩამოსვლის გარეშეც იგრძნონ, შეიყვარონ ჩვენი ქვეყანა და დაგეგმონ თავიანთი არდადეგები აჭარაში. თუკი გავითვალისწინებთ ჩვენი ღონისძიების სტუმრების რეაქციასა და ემოციებს მიზანს ნამდვილად მივაღწიეთ. უფრო მეტიც ისინი ჩვენი საღამოთი ვამოგზაურეთ აჭარაში, რაც საბოლოოდ ბელარუსული მედიისა და ტურისტული კომპანიების მიერ აჭარის შესახებ მომზადებული სიუჟეტებისა და ტურების ხარისხზე აისახება,“ განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ.

მინსკის გარდა „აჭარის დღეებს“ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ვარშავასა და ასტანაში გამართავს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდას სამიზნე ქვეყნებში.

აჭარის დღეები სამიზნე ქვეყნებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.