LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტებს ქედა გააცნო

470

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებს ქედაში, მერისის ტურისტული მარშრუტი გააცნო. ინფოტურის მონაწილეებმა მერისში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლები, ტურისტული ღირსშესანიშნაოები და სერვისები მონახულეს. ტურის ბოლოს ისინი იმყოფებოდნენ სოფელ გარე ტყეში თურმანიძეების საოჯახო-სასტუმრო სახლში, სადაც ადგილობრივ ფოლკლორს გაეცნენ.

თურმანიძეების ოჯახი წლებია, ტურისტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ღებულობს და მათ ქართულ სიმღერებს ასწავლის.

„მერისის მარშრუტის მთავარ ტურისტულ პროდუქტად შესაძლებელია ჩაითვალოს ღვინო და ფოლკლორი, რომელსაც თითქმის ყველა ოჯახში ასრულებენ.  ხეობაში არსებული ანსამბლები რამოდენიმე წელია იკვლევენ ძველ, ტრადიციულ მივიწყებულ სიმღერებს, აღადგენენ მას და დისკებადაც კი გამოსცემენ. მერისის ხეობაში შესაძლებელია მოისმინოთ ბევრი უნიკალური აჭარული სიმღერა პირველად. არის ოჯახები, სადაც სამი და ოთხი შთამოვალი მღერის. ოჯახებმა ფოლკლორი ტურისტულ საქმიანობად აქციეს. სტუმრებს საშუალება აქვთ არა მარტო მოისმინონ ფოლკლორი, არამედ მიიღონ ოჯახებში ფოლკლორის გაკვეთილები,“ – განაცხადა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა, თინათინ ზოიძემ.

გასულ წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტები 280-მდე გიდსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს გააცნო. მიმდინარე წელს, სააგენტო მაღალმთიანი აჭარის ტურისტული მარშრუტების გაყიდვების სტიმულირების მიზნით ტურისტული სააგენტოებისთვის სხვადასხვა პროექტებს გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები