Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პოლონეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მეორედ დაესწრო – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი პოლონეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენას მეორედ დაესწრო

80

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე “Katowice International Fair – GLOB 2016”  წარადგინა.

როგორც ”ფორტუნას” აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, გამოფენაზე დეპარტამენტის წარმომადგენელი სილეზიის სავოევოდოს  სპეციალური მოწვევით 18- 20 მარტს იმყოფებოდა. პოლონეთის სილეზიის სავოევოდოსთან დამეგობრებულ რეგიონებთან ერთად, აჭარის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის ტურისტული პოტენციალის ამსახველ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და ინფორმაცია მიეღოთ რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ. დეპარტამენტი პოლონეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მეოთხე წელია მონაწილეობს.

„პოლონეთი აჭარის რეგიონისთვის ერთ-ერთი პირველი და  მსხვილი ტურისტული ბაზარია ევროპაში, საიდანაც ტურისტული ნაკადი აჭარაში ყოველწლიურად მზარდია. 2013 წლიდან დღემდე რეგიონს 40 000-მდე პოლონელი ტურისტი სტუმრობდა. გასულ წელს რეგიონში პოლონელი ტურისტების 2,8% ზრდა დაფიქსირდა, რაც 13 979 ტურისტს გულისხმობს. მიმდინარე წელს, პოლონეთში ჩვენ უკვე ორ ტურისტულ გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და ნოემბერში ვგეგმავთ ვარშავის საერთაშორისო გამოფენაზეც წარვდგეთ,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.