Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აჭარის ტურისტული პროდუქტები ლვოვის ტურისტულ გამოფენაზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტურისტული პროდუქტები ლვოვის ტურისტულ გამოფენაზე

89

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები ლვოვის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. სამი დღის განმავლობაში გამოფენის ვიზიტორები აჭარის სტენდთან რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს, პროდუქტებსა და სერვისებს ეცნობოდნენ. დეპარტამენტი გამოფენაზე დამოუკიდებელი სტენდით იყო წარმოდგენილი.

უკრაინა აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის რეკლამირებას ტურიზმის დეპარტამენტი აქტიურად ანხორციელებს. მზარდია უკრაინიდან აჭარაში შემოსული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 9 თვის მონაცემებით 40 000 ვიზიტს გულისხმობს. წელს, უკრაინიდან ბათუმის მიმართულებით დაემატა ფრენებიც და ზაფხულის პერიოდში ავიამიმოსვლები კიევიდან, ხარკოვიდან, ზაპაროჟიედან, ოდესიდან და ლვოვიდან ხორციელდებოდა.

რაც შეეხება უშუალოდ გამოფენებს, დეპარტამენტი ლვოვის გარდა უკრაინაში   მონაწილეობას ღებულობს კიევის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში. ჯამში, წელს დეპარტამენტმა რეგიონი მსოფლიოს მასშტაბით 22 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები