LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა (ფოტო)

239
gh

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა თბილისი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. შემთხვევის დროს ავტომობილში მაუწყებლის დირექტორის მოადგილე, ჯემალ გვეტაძე იმყოფებოდა, რომელიც სამსახურეობრივი მივლინებით თბილისში მიდიოდა. ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ადგილზე დროულად მივიდნენ მეხანძრე მაშველები, რომლებმაც ცეცხლი მალევე ჩააქრეს. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ავტომობილი აჭარის ტელევიზიამ 2012 წელს შეიძინა.