LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიის დირექტორის კონკურსი ჩაიშალა

99
acharateleviziaaa

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ ახალი დირექტორი მეორე ცდაზეც ვერ აირჩია. ეს იმას ნიშნავს, რომ დირექტორის კონკურსი ჩაიშალა და მეორე ტური გაიმართება. შესარჩევ კონკურსში 8 პირი მონაწილეობდა.

განმერებითი წილისყრის დროს ხმები ამგვარად გადანაწილდა: მერაბ წულუკიძე – 2 ხმა, ბაჩო გურაბანიძე – 1 ხმა, ირმა ზოიძე – 1 ხმა, ნათია ზოიძე  – 1 ხმა.

მაუწყებლის დირექტორას განმეორებითი კონკურსის გამოსაცხადებლად მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა 3 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევნი კონკურსი მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც მრჩეველთა საბჭომ ყოფილ დირექტორს, ნათია კაპანაძეს იმპიჩმენტი გამოუცხადა.

კაპანაძეს ეს გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები