LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ონლაინ რეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს

50
299680844_429291125893671_3729594998980994759_n

აჭარის ონლაინ რეკლამას ბალტიისპირეთის ქვეყნებში მილიონობით წვდომა აქვს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სოციალურ ქსელებსა და „გუგლის“ პლატფორმაზე გამოქვეყნებული რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლების და სარეკლამო ბანერების ჩვენებების რაოდენობებმა 15 600 000 გადააჭარბა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის და რეგიონის სამთო ტურისტული პროდუქტების ონლაინ რეკლამას ესტონეთში, ლატვიასა და ლიეტუვაში ავიაკომპანია AirBaltic-თან თანამშრომლობით ახორციელებდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ონლაინ კამპანიის პარალელურად, მიმდინარეობდა გარე სარეკლამო აქტივობებიც. კერძოდ, ქალაქ რიგაში ბათუმის საიმიჯო ბანერებით დაიბრენდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით გადაადგილდებოდა. გარდა ამისა, აჭარის პოპულარიზაციის მიზნით, რეგიონს ათეულობით ტურისტული სააგენტოსა და მედიის წარმომადგენელი სტუმრობდა ბალტიისპირეთიდან, რამაც აღნიშნული ქვეყნებიდან ბათუმში ტურისტების მოზიდვასა და მედიაში აჭარის შესახებ სტატიების, ბლოგების, გადაცემების გამოქვეყნებას შეუწყო ხელი. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები