აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და აჭარის მთავრობა ხელფასების ერთ მესამედს “კოვიდ 19”-ის ფონდში გადარიცხავს. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე განაცხადა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, იმედი აქვს, რომ მთავრობის ინიციატივაში სხვა უწყებებიც ჩაერთვებიან.
“გვაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე მოხდება ამ პროგრამაში ჩართვა, ვინაიდან კორონავირუსთან ბრზოლა მოითხოვს ერთიან ძალისხმევას,”-აღნიშნა რიჟვაძემ.
აჭარის მთავრობის პარალელურად სოლიდარობის აქციაში ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოც ერთვება. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, სამი თვის განმავლობაში ხელფასის მესამედს უმრავლესობის დეპუტატებიც გადარიცხავენ ფონდში.
StopCoV ფონდში 19 მილიონ 935 ათას ლარზე მეტი შეგროვდა