LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში შიდა სასოფლო გზების მოწყობა მიმდინარეობს

23

აჭარის მუნიციპალიტეტებში შიდა  სასოფლო გზების კეთილმოწყობა გრძელდება.

სოფელ ზანაქიძეებში გზის 1 კმ-იანი მონაკვეთი იგება, რომლის ღირებულებაც  230 ათასი ლარია. სოფელში ამ დრომდე გრუნტის გზით სარგებლობდნენ, რომელიც უამინდობის დროს რთულად გასავლელი ხდებოდა.

სოფელში ასევე დამამთავრებელ ეტაპზეა გაზიფიცირების პროექტი.  კეთილმოეწყო სოფლის ცენტრიც. გზასთან ახლოს აშენდა  და მოეწყო სპორტული მოედანი და სკვერი.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ზანაქიძეებში გზების რეაბილიტაციის პროცესს დაესწრო,  გაეცნო პროცესის მიმდინარეობას და მშენებლობაზე დასაქმებულებს და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე, გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი და მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე გაეცნენ.

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში გრძელდება მსგავსი პროექტების განხორციელება. ახლა ვიმყოფებით სოფელ ზანაქიძეებში. მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში ზუსტად ამ ლოკაციაში ყოფნის დროს მოსახლეობის მოთხოვნა იყო სოფლის გაზიფიცირება და სრული დაქსელვა. ზოგს ჰქონდა განცდა, რომ მსგავსი პროექტები ბოლომდე არ იქნებოდა მიყვანილი, მაგრამ დღეს მე მიხარია, რომ აქ მთლიანად სრულდება გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც ყველა ოჯახს ექნება გაზი.  გარდა ამისა, მოეწყო ახალი მოედანი და გასართობი ატრაქციონი ბავშვებისთვის. სრულდება გზის დაგება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში წელს დაგეგმილია 30 კმ-იანი გზის დაგება, ორი ახალი ხიდის მშენებლობა და 6 ახალი ხიდის რეაბილიტაცია. ასევე აშენდება 4 ახალი საბავშვო ბაღი. ძალიან ბევრი საინტერესოა პროექტია და მნიშვნელოვანია მათი დროულად შესრულება. მაქსიმალურად გავაკონტროლებთ ყველაფერს და გავითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებს. ყველაფერს გავაკეთებთ რეგიონის საკეთილდღეოდ”-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები