აჭარაში, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, სასტუმროების სახანძრო უსაფრთხოების კუთხით მონიტორინგი მიმდინარეობს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსმა ზვიად ქაწაშვილმა განაცხადა, სასტუმოებს უკვე მიეცათ კონკრეტული რეკომენდაციები. მათ განსაზღვრულ ვადაში სახანძრო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ. დარღვევის შემთხვევში ისინი დაჯარიმდებიან.