Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ტრენინგები მიმდინარეობს

97

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული კადრების გადამზადებას. ამჯერად, ტრენინგები ტურისტული სააგენტოების, კვებისა და განთავსების ობიექტების 200-მდე სხვადასხვა მიმართულების მენეჯერს უტარდება.

უწყების ცნობით, ტრენინგები, ძირითადად, ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, როგორებიცაა ტურისტული სერვისების მარკეტინგი, სერვისპლიუსი, გაყიდვებისა და ეფექტური კომუნიკაციის როლი ტურისტულ სექტორში, თანამედროვე ხელოვნება ტურიზმის ინდუსტრიაში, მოლაპარაკების ხელოვნება და უსტრესო პროდუქტიულობა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ ტრენინგებს ტურიზმის განვითარების სკოლის ფარგლებში ახორციელებს. ბოლო ორი წლის განმავლობაში დეპარტამენტმა ბათუმსა და მუნიციპალიტეტებში 1000-მდე ტურისტულ ბიზნესში დასაქმებული ადამიანი გადაამზადა. წლის ბოლომდე კი ტრენინგები დაგეგმილია გიდებისთვის და სოფლად არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების მეპატრონეებისთვის.  გიდები ბათუმის ტურის, ქედის ღვინის ტურისტული მარშრუტისა და დაცული ტერიტორიების მიმართულებით გადამზადდებიან,  საოჯახო-სასტუმრო სახლების წარმომადგენლები კი ინგლისური ენის შემსწავლელ ტრენინგკურსს გაივლიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები