LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში კორონავირუსი 104 წლის ბებომ დაამარცხა: ის შინ მკურნალობდა

132
fatyume

აჭარაში კორონავირუსი 104 წლის მოხუცმა დაამარცხა. ფატყუმე ბოლქვაძე შინ მკურნალობდა.

ის ქედაში, სოფელ ახოში ცხორობს. როგორც მისი შვილი, ლეილა ბოლქვაძე ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, 104 წლის ბებოს კოვიდის ყველანაირი სიმპტომი ჰქონდა.

„სახლში გვყავდა. საავადმყოფოში არ წავიყვანეთ, მე ვუკეთებდი გადასხმებს. ტესტი არ გაგვიკეთებია, მაგრამ მე თვითონ ეპიდემიოლოგი ვარ და კოვიდის ყველა  სიმპტომი ჰქონდა. დაკარგა ყნოსვისა და გემოს შეგრძნება. სუსტად იყო, მაგრამ უკვე დაძლია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ კოვიდი დაამარცხა”, – ამბობს ლეილა ბოლქვაძე.

შეგახსენებთ, დღევანდელი ოფიციალური მონაცემებით საქართველოში კოვიდინფექცია 141 392-მდე პაციენტმა დაამარცხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები