LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება იწყება

94
22070108-1570832426288865-1059090782-o

აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების გიდების მომზადება იწყება. ტრენინგი მოიცავს 10 სასწავლო დღეს და იყოფა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილად. თეორიული ნაწილი ჩატარდება აგვისტოს ბოლოს ონლაინ ფორმატში, ხოლო პრაქტიკული ნაწილი – სექტემბრის დასაწყისში ფიზიკური დასწრებით.

გადამზადების პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია:

✅ აჭარის ტერიტორიაზე არსებული უმაღლესი სასწავლებლის ან პროფესიული კოლეჯის, ტურიზმის, ეკოლოგიისა და ბიოლოგიის სასწავლო პროგრამების სტუდენტებს;

✅ ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს (გიდი ან ტუროპერატორი);

✅ დაცული ტერიტორიის მიმდებარე თემებში მცხოვრებლებს, თუკი  შესაძლებელია ტრენინგში მონაწილეობის მოტივაციის დასაბუთება;

✅ ინგლისური ენის მინიმალურ სალაპარკო დონეზე ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).

დაინტერესების შემთხვევაში უნდა გადახვიდეთ ბმულზე და შეავსოთ განაცხადი: https://docs.google.com/…/1FAIpQLSeEOuc0jZt…/viewform

პროექტს საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაცია, USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებითა და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელშეწყობით ანხორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები