LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

118
gaumazdghrebi

აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება. გავრცელებული ინფორმაციით, 25 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაც აიკრძალა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და აღნიშნული სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება.

თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტი ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები