აჭარაში დასვენებისას ტურისტებს განახლებული ფასდაკლებების ბარათით Batumi Discount Card შეუძლიათ ისარგებლონ – ბათუმის ბოტანიკური ბაღი, „ბათუმველო“, იახტკლუბი, კინოთეატრი „აპოლო“, ჯომარდობა და ზიპლაინი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი, საბაგირო გზა „არგო“ იმ 50-მდე ტურისტულ ობიექტს შორისაა, სადაც ტურისტებს Batumi Discount Card-ით 40%-მდე ფასდაკლების მიღება შეუძლიათ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფასდაკლების ბარათი Batumi Discount Card არის ერთიანი ფასდაკლების ვაუჩერი, რომელშიც თავმოყრილია აჭარის რეგიონში არსებული საინტერესო ტურისტული ობიექტები, რომლებიც ტურისტებს 10-40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობენ.
„გარდა კონკრეტულ ობიექტებზე ფასდაკლებებისა ბარათი შეიცავს მუნიციპალური ტრანსპორტის 10 მგზავრობას, უფასო სიმბარათს 1 GB ინტერნეტით ანგარიშზე, ბათუმის ტურისტულ რუკებსა და გზამკვლევებს. Batumi Discount Card-ის შექმნის მიზანი ტურისტებისთვის აჭარაში მოგზაურობის გამარტივება და მათი წახალისებაა მოინახულონ უფრო მეტი ტურისტული ობიექტები რეგიონში დასვენებისას. ბარათის გამოყენების, ფასდაკლებებისა და პროექტში მონაწილე ტურისტული ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაცია განთავსებულია ვებპორტალზე https://visitajara.com/ka/discounts
ფასდაკლებების ბარათები შეძენა როგორც ონლაინ ვებგვერდზე, ისე ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებშია შესაძლებელი. ბარათის განახლება ყოველწლიურად ხდება, მას ემატება ახალი ობიექტები და სერვისები, იხვეწება ტურისტულ ობიექტებთან თანამშრომლობის პირობები, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოსა და პოპულარულს ხდის“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.