LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაბეთმა ირმა ხეცურიანს 20 000 ლარი გადასცა

86
790 X 445 (1) (1)

აჭარაბეთის საპატიო ელჩმა ირმა ხეცურიანმა პარალიმპიადაზე იასპარეზა.

“ჩემთვის, როგორც ყველა სპორტსმენისთვის მნიშველოვანია მხარდაჭერა მორალური, თუ მატერიალური მეტი სტიმულისთვის. აჭარაბეთმა მოახერხა ჩემი გაოცება და ძალიან გამახარა სასიამოვნო სურპრიზით, რომელიც ნამდვილად საჭირო მომენტში მომივლინა. მადლობა მათ ყურადღებისთვის, არ დავიწყებისთვის, თანადგომისთვის. ჩემთვის რა თქმა უნდა, სასიხარულო ფაქტია ფინანსური მხარდაჭერა, მაგრამ ის რომ აჭარაბეთს სულ ვახსოვარ დამარცხებული და გამარჯვებული, ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის. მადლობა რომ ჩემთან ხართ,” – განაცხადა ირმამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ აჭარაბეთმა ოლიმპიელებს საპატიო მიღებაზე უმასპინძლა, სადაც მათთვის მოულოდნელი სიურპრიზი დაახვედრა. კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარიანი საპრიზო ფონდი გამოყო ოლიმპიელებისთვის. აჭარაბეთმა ვერცხლის პრიზიორებიდან თითოეულ მათგანს 100 000 ლარი გადასცა, ხოლო 20 000 ლარი გადასცა იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ოლიმპიადაში. გარდა ამისა, აჭარაბეთმა ასევე დააჯილდოვა ოლიმპიური ნაკრების ექიმი ზურა კახაბრიშვილი, რომელსაც 20 000 ლარი გადასცა.

„აჭარაბეთისთვის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ქართველი  სპორტსმენების  მხარდაჭერაა. კომპანია მუდმივად ცდილობს, გაზარდოს ქართველი სპორტსმენების ცნობადობა, მისცეს მათ შესაძლებლობა, გამოავლინონ საკუთარი  პოტენციალის მაქსიმუმი და იასპარეზონ მნიშვნელოვან შეჯიბრებსა თუ ტურნირებში.

“აჭარაბეთმა” შექმნა ამბასადორების სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც  გაერთიანებულია მათი ყველა მიმდინარე აქტივობა სპორტის მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები