Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ს ღონისძიება ჩატარდება – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარაბეთის“ მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ს ღონისძიება ჩატარდება

114
მთავარი ფოტო

„აჭარაბეთი“ განაგრძობს ინოვაციების და ტექნოლოგიების მხარდაჭერას და ამჯერად ProductTank Tbilisi-ს შეხვედრების სერიას წარმოგიდგენთ.

ProductTank არის ყოველთვიური ღონისძიებების სერია, რომელიც მასპინძლობს პროდუქტ მენეჯერებს, სტარტაპ დამფუძნებლებს, დიზაინერებს, დეველოპერებსა და ყველას, ვისაც მეტის გაგება სურს პროდუქტ მენეჯმენტის შესახებ. შეხვედრების სერია 2010 წელს ლონდონში დაიწყო და დღეს უკვე მთელი მსოფლიოს მასშტაბით 200 ქალაქს აერთიანებს.

ProductTank Tbilisi-ს შემდეგი შეხვედრა ჩატარდება პარასკევს, 27 ნოემბერს, 20:00 საათზე, ონლაინ რეჟიმში – Zoom-ში და Facebook-ის ლაივ სტრიმში. შეხვედრის თემაა UX კვლევა.

სპიკერები:

– თამუნა წიკლაური, UX Researcher, adjarabet.com
თამუნა ისაუბრებს მომხმარებელთა პერსონებსა და მათ გავლენაზე პროდუქტების განვითარების პროცესში

– გუა ტაბიძე, Product Owner, adjarabet.com
გუა დაგვაფიქრებს, თუ როგორ შეიძლება იყოს ორგანიზებული პროდუქტის აღმოჩენის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლის ხმისა და ჰიპოთეზების  ვალიდაციას.

ღონისძიების მოდერატორია მარიამ ხუნძაყიშვილი, intrro-ს მთავარი UX დიზაინერი.

ProductTank-ზე დასწრება ყოველთვის უფასოა, მაგრამ საჭიროებს წინასწარ რეგისტრაციას meetup.com-ზე, რის შემდეგაც მეილზე მიიღებთ ივენთზე დასასწრებ Zoom-ლინკს:

https://www.meetup.com/ProductTank-Tbilisi/events/274712775/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები