LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აჭარა ჯგუფი“ თბილისში ჰოსტელს ზაფხულში გახსნის

89

სასტუმრო Holiday Inn-ისა და Rooms-ის მფლობელი კომპანია „აჭარა ჯგუფი“ თბილისში ჰოსტელს ზაფხულის ბოლოს გახსნის.

როგორც ,,ფორტუნას” კომპანია ,,აჭარა ჯგუფის” გენერალურმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ განუცხადა, ამჟამად ტექნიკური სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა და მხოლოდ შიდა ინტერიერის მოწყობაა დარჩენილი.

მისი ინფორმაციით, ჰოსტელი, რომელიც ნინოშვილის ქუჩაზე განთავსდება, სტუდენტებზე და ე.წ. Backpacker მოგზაურებზე იქნება გათვლილი.

„ეს იქნება იაფი ჰოსტელი. გვინდა, თბილისში ახალი ჰაბი შევქმნათ, სადაც ქართველ და უცხოელ ახალგაზრდებს ერთმანეთთან შეხვედრა შეეძლებათ. ტერიტორიაზე სტუდენტებისთვის საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასის კაფეები განთავსდება. იქნება კომპიუტერული პროგრამები, რომელთა გამოყენება სტუდენტებს უფასოდ შეეძლებათ“, – განაცხადა ვალერი ჩეხერიამ.

ჰოსტელი 350-400 საწოლზე იქნება გათვლილი. საწოლის ღირებულება 12 დოლარიდან დაიწყება და მაქსიმუმ 20 დოლარამდე მიაღწევს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 10 მილიონ დოლარს არ აღემატება.

„აჭარა ჯგუფი”, ამ ეტაპზე, სამი სასტუმროს Holiday Inn Tbilisi, Rooms Hotel Tbilis და Rooms Hotel Kazbegi-ს მფლობელია.

2016 წელს თბილისსა და ბათუმში კომპანია კიდევ ორ, მაღალი კლასის სასტუმროს გახსნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები