LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსოლუტური როჯერი: მონაკოში სპორტული ოსკარები ჩამოარიგეს

119

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მონაკოში “სპორტული ოსკარების” დაჯილდოვების ცერემონიაზე ორ ნომინაციაში გაიმარჯვა: “წლის დაბრუნება” და “წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენი”.

“სპორტული ოსკარი” Laureus-ის სპორტული აკადემიის პრიზის არაოფიციალური სახელწოდებაა. ფედერერმა ეს პრესტიჟული პრემია კარიერაში მეხუთედ მიიღო, რაც აბსოლუტური რეკორდია.

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ტრავმის გამო 2016 წლის სეზონის მეორე ნაწილი გამოტოვა, 2017 წელს დაბრუნდა და შვიდი ტიტული მოიგო, მათ შორის, “დიდი სლემის” ორი ტურნირი.

“წლის საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის” ნომინაციაში ფედერერის კონკურენტები იყვნენ: მოჰამედ ფარა (ბრიტანეთი, მძლეოსნობა), ლუის ჰემილტონი (ბრიტანეთი, ფორმულა 1), კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, ფეხბურთი), რაფაელ ნადალი (ესპანეთი, ჩოგბურთი) და კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი, ველოსპორტი).

“წლის საუკეთესო ქალი სპორტსმენი” გახდა ამერიკელი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი. ეს მისი მეოთხე აღიარებაა, რაც რეკორდია ქალებს შორის.

“სპორტული ოსკარები” სხვა ნომინაციებშიც დაარიგეს:
წლის გუნდი: “მერსედესი” (ფორმულა 1)
წლის გარღვევა: სერხიო გარსია (ესპანეთი, გოლფი)
წლის პარასპორტსმენი: მარსელ ჰუგი (შვეიცარია, მძლეოსნობა)
წლის აღმაფრენა: ჯეი ჯეი უოტი (ამერიკული ფეხბურთი)
განსაკუთრებული წარმატება: ფრანჩესკო ტოტი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები