“აბსოლუტური გონებაშეზღდული დეგენერატის გარდა ამას ვერავინ დაიჯერებს”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს.
სააკაშვილის შეფასებით, გავრცელებული ჩანაწერი არ შეესაბამება სიმართლეს და ის არის „ივანიშვილის კატასტროფის გადასაფარად“ მოგონილი თემა.
„უკრაინული ვებ-გვერდი სწორედ იმიტომ მოიგონეს, რომ არანაირი საუბარი არ არსებობს. ბიძაჩემის ხმა საერთოდ არ არის ბიძაჩემის ხმა. ინტერესის გულისთვის მოვისმინე ეს სისულელე და ეტყობა ვიღაც მსახიობი ჩაწერეს. ჩემი ნაკრებები არის რაღაც. ერთხელ უკვე გამოიყენეს მათ დაახლოებით ასეთი ჩაწერილი საუბრები 2016 წელს. ეს არის სხვადასხვა ჩაწერილი საუბრები 2015 წლამდე, სხვადასხვა თემებზე.
რეალურად საქართველოში სიტუაციის რადიკალიზაცია მართლაც ხდება და ეს მოახდინა ქართველი ხალხის ძარცვამ. ივანიშვილი გადაიქცა „ალიბიძინად და 40 ყაჩაღი“ ბანდიტური დაჯგუფების ხელმძღვანელად, რომელმაც გაძარცვა საქართველო“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ერთ-ერთ უკრაინულ ვებ-გვერდზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ბიძის, თემურ ალასანიას სავარაუდო საუბრის ამსახველი აუდიოჩანაწერი გავრცელდა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამბობს: „ერთ მილიონს გადავუხდი, ვინც „სნაიპერსკი ვინტოვკით“ მოკლავს ბიძინას“.