LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია, ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა: ლევან გოფოძე

110
gofoze

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი ლევან გოფოძე ერთ-ერთი პირველია, ვინც ვაქცინა გაიკეთა.

აბსოლუტურად უმტკივნეულო პროცესია, – განაცხადა ვაქცინის გაკეთების შემდეგ ლევან გოფოძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაცია საშიში არაა და ჩვეულებრივი მოვლენაა.

„ამ წუთას თვითგრძნობა ისეთი მაქვს, როგორიც ვაქცინის გაკეთებამდე მქონდა. მე როგორც ექიმი ვთვლი, რომ ვაქცინაცია ძალიან დიდი სიკეთეა. სხვადასხვა ვაქცინამ ასეულობით ათასი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს და მათ შორის, ეს ვაქცინაც თავის ძალიან დიდი როლს ითამაშებს COVID ინფექციის გართულების პრევენციაში, მჯერა და სწორედ ამიტომაც ვიკეთებ ვაქცინას, რომ ყველამ ნახოს, ვაქცინაცია არაა საშიში და საშინელი მოვლენა, არამედ ვაქცინაცია არის ჩვეულებრივი პროცესი, რომ მძიმე დაავადებების პრევენცია მოხდეს“, – განაცხადა გოფოძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

მარინა ეზუგბაიამ და მარინა ენდელაძემ ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთეს

პაატა იმნაძე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ეთერში აიცრა

“თავს ვგრძნობ გადასარევად” – პაატა იმნაძე ვაქცინაციის შემდეგ

დღეიდან საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

“მიწის თხილი რომ მიირთვათ, შეიძლება უფრო მეტი ალერგია მოგცეთ, ვიდრე ვაქცინამ” – მარინა ენდელაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები