LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა: გამოცდების ეროვნული ცენტრი

848
62

“დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.” – ინფორმაციას ამის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესი, რომელიც პირველ ივლისს დაიწყო, ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი – ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ:

“დარეგისტრირებულებიდან გამოცხადდა 92%-ზე მეტი აბიტურიენტი. დაიგვიანა ათმა გამოსაცდელმა. დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის გამო არ გამოცხადდა 30-მდე აბიტურიენტი – ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან და გამოცდას მოგვიანებით ჩააბარებენ.

დამატებითი სესია დაინიშნება იმ 80 – მდე აბიტურიენტისთვისაც, რომლებმაც ანალოგიური მიზეზის გამო ვერ შეძლეს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე გასვლა.

საგამოცდო პროცესი პირველ ივლისს დაიწყო და ამ დრომდე შეუფერხებლად მიმდინარეობს. დაფიქსირდა ერთი ფაქტი, როდესაც აბიტურიენტის ნაცვლად გამოცდაზე გასვლას სხვა პირი ცდილობდა. შესაბამისად, მან რეგისტრაცია ვერ გაიარა – აბიტურიენტი საგამოცდო პროცესს გამოეთიშა.” – აღნიშნულია NAEC-ის ინფორმაციაში.

6 ივლისს აბიტურიენტები ინგლისური და რუსული ენების გამოცდას აბარებენ. უცხოური ენების გამოცდა ისევ ორ სესიად ჩატარდება.