ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის რეგისტრაციის ძირითადი ეტაპი დღეს 18:00 საათზე დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
აბიტურიენტებს 7 მაისის 18:00 საათამდე ჩასაბარებელი საგნის შეცვლა, წაშლა, დამატება ან შემოქმედებითი ტურის არჩევა შეეძლებათ. ამ დრომდე ექნებათ ტესტის ტიპის შეცვლის საშუალება საერთო სამაგისტრო გამოცდაზე დარეგისტრირებულ აპლიკანტებსაც. საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლა და დამატება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველები რეგისტრაციას ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდებზე (www.naec.ge და online.naec.ge) გადიან.
შეგახსენებთ, 2019 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 12 მარტს დაიწყო.