LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბიტურიენტებისთვის – დღეს აპელაციის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები გამოქვეყნდება

86
ეროვნულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების აპელაციის შედეგებს 12 საათზე გამოაქვეყნებს.

ცენტრის ცნობით, აპელაციის შედეგებთან ერთად, ასევე გათანაბრებული და სკალირებული ქულები გახდება ცნობილი.

აბიტურიენტებმა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების წაშლისა და დამატების საშუალება აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათამდე გექნებათ.

პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში ეწვიეთ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. თუ გსურთ არჩეული პროგრამის სხვა საფეხურზე გადატანა, წაშალეთ ის და კურსორი დააყენეთ იმ პროგრამასთან, რომლის შემდეგაც გინდათ მისი ჩასმა. ჩაწერეთ კოდი და მიეცით ბრძანება-დამატება. აუცილებლად დაიმახსოვრეთ მონაცემები. შენახვის ღილაკის გამოყენების გარეშე ცვლილებები სისტემაში არ აისახება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები