LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმნის ობსერვატორიის პროექტირება იანვრის ბოლოს დასრულდება

144

აბასთუმნის ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე მუშაობა უკვე ერთი წელია მიმდინარეობს.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს.

როგორც „ფორტუნას“ მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა, საპროექტო სამუშაოები 2017 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება.

„მიმდინარეობს პროექტირება, რომელიც 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა დასრულდეს. სამუშაოები გეგმის მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აბასთუმნის საბაგიროს რეაბილიტაცია და ობსერვატორიაში  კორპუსის გარემონტება, სადაც  ტურისტებისთვის განკუთვნილი სამოყვარულო ჭოგრიტი დაიდგმება. აგრეთვე, მოხდება კულტურული მემკვიდრეობის 18 ძეგლის  რეაბილიტაცია.

გეგმის მიხედვით, აბასთუმნის ურბანული აღდგენა უნდა მოხდეს, რაც ხის სახლების რესტავრაციას ითვალისწინებს.

კულტურული მემკვიდრეობისთვის რეაბილიტაციისათვის დაახლოებით, 6 მილიონი დოლარია გამოყოფილი, 2 მილიონი დოლარი კი ობსერვატორიის რეაბილიტაციას მოხმარდება. ზუსტი ციფრები პროექტირების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.