აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოს უკრაინა ავიაციით დაეხმარება.
როგორც ჟურნალისტებს აბასთუმანში შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განუცხადა, უკრაინამ საქართველოში 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავი გამოგზავნა.
„უკრაინიდან ველოდებით 8 ტონის ტევადობის თვითმფრინავს და არა ვერტმფრენს. სულ უახლოეს საათებში ის შემოგვიერთდება. ოდესაში დაიმატებს საწვავს და სულ რამდენიმე საათში იქნება საქართველოში“, – განაცხადა მღებრიშვილმა.