აბასთუმაში შუა ხნის მუშას თავში სამშენებლო მასალა დაეცა და დაშავდა. ინფორმაცია თავდაპირველად „სამხრეთის კარიბჭემ“ გაავრცელა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სამშენებლო სამუშაოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით (სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლი).
დაშავებულ მუშას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა და კლინიკაში გადაიყვანა.