LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში ორი ვერტმფრენი ირანიდან, ერთი კი თურქეთიდან შემოვა

93

აბასთუმანში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეს, შესაძლოა, დამატებითი ავიაცია ჩაერთოს. შსს-ში განცხადებით, სალიკვიდაციო სამუშაოებში დასახმარებლად, საჭიროების შემთხვევაში, ორი ვერტმფრენი ირანიდან, ერთი თვითმფრინავი კი თურქეთიდან შემოვა.

ამ დროისთვის ცოცხალ ძალასთან ერთად აბასთუმნის ტყეში უკვე მუშაობს 6 საფრენი აპარატი, კერძოდ, ხუთი ვერტმფრენი და ერთი თვითმფრინავი.

სამუშაოებში ჩართულია ორი ქართული, ერთი აზერბაიჯანული და 2 თურქული ვერტმფრენი, ასევე ერთი უკრაინული თვითმფრინავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები