„აბასთუმანში სტიქიის ზონაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სასულიერო პირებიც ჩაერთვებიან,“ – ამის შესახებ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასულიერო პირებს ამის საკმაო გამოცდილება აქვთ.
”ძალიან ბევრი ადამიანია ჩართული და ჩვენც გვინდა, ჩავერთოთ ამ სამუშოებში. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში, როგორც ლოცვით, ასევე ფიზიკურად, ჩავერთოთ. მონასტრებში საკმოდ გამოცდილი ადამიანები გვყავს, რომელთაც იციან მუშაობა. ველოდებით, თუ რომელ მხარეს გაგვანაწილებენ და მივიღებთ მონაწილეობას ცეცხლის ჩაქრობაში”, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.