LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში ხანძრის ჩაქრობაში უკრაინული თვითმფრინავი უკვე ჩაერთო

90

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უკრაინული თვითმფრინავი უკვე ჩაერთო. შსს-ს ცნობით, თვითმფრინავმა ხანძრის კერებს უკვე რამდეჯერმე გადაუფრინა და წყალი გადაასხა.

შსს-ს ინფორმაციით, ასევე, უკვე საქართველოშია აზერბაიჯანული ვერტმფრენი, რომელიც ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში უახლოეს საათებში ჩაერთვება. უახლოეს საათებში შემოვა ქვეყანაში თურქული ავიაციაც.

უკრაინული თვითმფრინავი АН-32П საქართველოში პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ გამოიგზავნა. თვითმფრინავი 8 ტონა წყალს იტევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები