LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბასთუმანში ხანძარს ამ დრომდე ვერ აქრობენ

72

აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ადგილზე მობილიზებული იყო 400-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი ცოცხალი ძალა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ცალკე საგანგებო სიტუაციების სააგენტოს მეხანძრემაშველები და ცალკე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები. დილიდან ორივე ამ მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა ძალებიდამატებითი ბრიგადები შეემატნენ, როგორც მეხანძრემაშველებს, ისე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ერთვება შსს დამატებითი ძალები“, – განაცხადეს შსს-ში.

მათივე ცნობით, მთელი ღამის განმავლობაში იჭრებოდა გზები, რათა ხანძრის კერებამდე მისვლა შესაძლებელი გამხდარიყო.

აბასთუმანში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ადგილზე მალევე მოხდა ცოცხალი ძალისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები