საპარტნიორო ფონდი კომპანია „რედიქს ჯგუფთან“ ერთად აბასთუმანში პირველი მაღალი კლასის სასტუმროს პროექტზე მუშაობს.
როგორც ”ფორტუნას” ფონდიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით 4 – ვარსკვლავიანი სასტუმრო დაბა აბასთუმანში, აღობილის დასახლებაში აშენდება. 160 -ნომრიანი სასტუმრო მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახს, აუზს, ბარსა და კლუბს, ფიტნეს კლუბსა და სპას.
როგორც ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ჩერქეზიშვილმა განმარტა, აბასთუმანში, რომელიც ერთ-ერთი სტრატეგიული საკურორტო დასახლებაა, დღესდღეისობით მხოლოდ საოჯახო ტიპის რამდენიმე სასტუმრო ფუნქციონირებს.
„შესაბამისად აბასთუმანში მაღალი კლასის სასტუმროზე მოთხოვნა არსებობს და ფონდის სტრატეგიის ნაწილია რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარება და კერძო ბიზნესის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი გაზრდის რეგიონის ცნობადობას და ტურისტების რაოდენობას” , -განაცხადა ჩერქეზიშვილი.
მშენებლობის დაწყების სავარაუდო თარიღი 2016 წლის გაზაფხულია, სასტუმროს მშენებლობა 2018 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა კი 26 მილიონი დოლარია.