„რეალში“ ფრანგი ფორვარდი ბენზემა მთავარი კაცი ხდება, პსჟ კი ჩემპიონი გახდა და კომენტარებმაც არ დაახანა. ვინ რა დღეშია და რას ფიქრობს, აგერ ძალიან მოკლედ.
ბენჟამენ პავარი: „ბაიერნმა არგენტინას რომ გოლი გავუტანე იმის გამო კი არ მიყიდა, არამედ იმიტომ, რომ ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი ვარ“.
მარსელო: „რეალი – ჩემი სახლია. ყველამ იცის, როგორი ბედნიერი ვარ, როდესაც ამ მაისურს ვიცვამ“.
ქარიმ ბენზემა: „მინდა „რეალში“ დავრჩე. მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ“.
ქარიმ ბენზემა: „ზიდანის დაბრუნება ბევრს ნიშნავს ჩვენთვის. ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ მასთან“.
ალ ხელაიფი მე-8 ჩემპიონობაზე: „პსჟ-ს სიხარული და სიამაყე ძველებურად რჩება“.
კილიან მბაპე: „თვალყურს მივადევნებ ზიდანის მუშაობას „რეალში“, ოღონდ როგორც გულშემატკივარი“.
კავანი მომავალზე: „კონტრაქტი მაქვს პსჟ-თან, მაგრამ ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს დაგეგმავ“.
დე ხეა „ევერტონთან“ 0:4-ზე: „მანჩესტერის თამაში არ შეესაბამებოდა იმ დონეს, რაც უნდა იყოს, როდესაც ეს მაისური გაცვია.“
სარი იმაზე, რომ ჟირუ ცოტას თამაშობს: „მან 39 მატჩი ითამაშა. 9 კი არა, 39. 39!“