LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა რომელი მკვლევრების ნაშრომები უნდა გადაარტყან თავზე ამხანაგ ვლადიმირს? – ირაკლი ხვადაგიანი

190
xvadagiani

მხოლოდ კაგებეშნიკს და საბჭოთა ტოტალიტარული სახელმწიფოს მემკვიდრეს თუ შეუძლია იხტიბარგაუტეხლად ილაპარაკოს სხვა სახელმწიფოს 1918 წლის ისტორიაზე, – ასე ეხმიანება საბჭოთა საბჭოთა წარსულის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი ვლადიმირ პუტინის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის შესახებ.

ირაკლი ხვადაგიანი საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებასაც ეხმიანება და წერს, თუ რა სირთულეებს აწყდებიან მკვლევარები არქივებში მუშაობის პროცესში.

“ქვეყანას, რომელსაც ფორმალურადაც კი არ გაუსამართლებია საბჭოეთის დანაშაულებები, მასობრივი ტერორი და მათი პაპების (Деды) კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებები, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოების ოკუპაცია, ეთნიკური წმენდები და გენოციდები (ჩეჩნეთის მაგალითიც კმარა), გარდა ურცხვი ზღაპრებისა, ნეტა რა უნდა ჰქონდეს სათქმელი მსოფლიოსთვის ან ყოფილ და ახლანდელ მსხვერპლთათვის?

საზოგადოება რომ ერთი მხრივ პუტინისდმი მკაცრ პასუხს ელის ჩვენი სახელმწიფოსგან, ალბათ ავიწყდება რომ ხელისუფლებას ჯერ ის ვერ გაურკვევია ჩვენი თანამედროვე სახელმწიფოებრივობა 1918-ში იწყება თუ 1991-ში და დამფუძნებელი კრების 100 წელს რობიკოს პასკვილით ხვდება და მკვლევრებისაგან რომ ითხოვს პასუხს, აბა რომელი მკვლევრების ნაშრომები უნდა გადაარტყან თავზე ამხ. ვლადიმირს – საკუთარი ქვეყნის არქივებში 3 და 1 ლარი რომ უნდა იხადონს თითო გვერდის ასლის გადაღებაში? ან საერთაშორისო საზოგადოებამ რა უნდა დაგუგლოს ამ პერიოდზე ინგლისურად, ამ პირობებში ჭაპანწყვეტით დაწერილი ორი-სამი ფუნდამენტური ნაშრომი და სტატია?!”- წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ხვადაგიანი.

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, პუტინის განცხადება, რომ “აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს მიერ იყო ოკუპირებული”, არის ისტორიული ფაქტების არასწორად, სუბიექტურად, ტენდენციურად წარმოჩენის მაგალითი. მისივე თქმით, თუკი “ჩვენ გვინდა ისტორიულ ფაქტზებზე წიაღსვლა,  ისტორიკოსებმა იმსჯელონ ამაზე”.

ბაია პატარაია: ყველა პატიმარი უკანონოდ გიზით! გადაგაყოლებთ მაგ ხალხს!!!

ბაია პატარაია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარ ირაკლი ხვადაგიანს გამოეხმაურა, რომელიც 20 ივნისის აქციის დაშლისას პოლიციელებმა სცემეს.

შეგახსენებთ, სოვლაბის მკვლევარი, პოლიციამ 20 ივნისს აქციის ძალით გამოყენებისას დაშლისას დააკავა. საქალაქო სასამართლომ მას თავდაპირველად 9-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. სააპელაციო სასამართლომ თქვა, რომ მისთვის სამდღიანი პატიმრობა უნდა მიესაჯათ და იგი დარბაზიდან გაათავისუფლეს.

გათავისუფლების შემდეგ ხვდაგიანს ექიმებმა ტვინის შერყევა და თვალის ბუდის შიდა მოტეხილობები დაუდგინეს.