LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აბა, მე გამიბედოს ვინმემ და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს: მეუფე იაკობი მიტროპოლიტ სტეფანეს ტაძარში არ შეშვებასთან დაკავშირებით 

75
იაკობი

„აბა, მე გამიბედოს ვინმემ და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს“, – ასე ეხმიანება ბოდბელი მიტროპოლიტი იაკობი ჭყონდიდში 21 აპრილს განვითარებულ მოვლენას, რა დროსაც სალხინოს ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერში წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა და ტაძარი შესვლა ვერ მოახერხა.

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება – წირვის ჩასატარებლად მისულ მეუფე სტეფანეს კარი დაკეტილი დახვდა

მიტროპოლიტის აზრით, მეუფე სტეფანე თავადაა ძალადობის მსხვერპლი.

ძალადობაზე რომ საუბრობთ, მეუფეს რომ არ უშვებენ იმაში, აბა მე გამიბედოს ვინმემ და გადამიდგეს წინ, განახებთ იმათ კრიახს. რომ არ უშვებენ, მაგ ძალადობაზე რატომ არ გადაეცით ტელევიზიებმა, სახალხო დამცველმა რატომ არ გააკეთა განცხადება. ათინოგენს ვიცნობ როდიდან… სარია რომ გამოგყავთ ექსპერტად და განსაკვეთია, ვინც ხელით შეეხოო. თვითონ რამდენჯერ განსაკვეთია. რადგან მოწყალეები ვართ და პატრიარქი მოწყალეა, რასაც იმსახურებენ, ის რომ გავუკეთოთ, გაბოროტდებიან და თქვენთვისაც საინტერესოები აღარ იქნებიან. თუ ძალიან მოინდომებს, არ ასცდებათ”. – ამბობს მიტროპოლიტი.

საპატრიარქო ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ინციდენტის შესახებ განცხადებას ავრცელებს

თეოლოგები სინოდს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს უკან გაწვევისკენ მოუწოდებენ