LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ა ლ ა გ ი“ – ახალი რესტორანი თბილისში, სადაც სტუმარი საქართველოს შეიგრძნობს

2408
65815523_2459596854107519_4301311263343902720_n (1)

ალაგი“ – ასე ჰქვია ახალ ქართულ რესტორანს, რომელიც თბილისის ერთ-ერთ ძველ უბანში, ვერაზე – გიორგი ახვლედიანის ქ. 23-ში ( ყველასათვის კარგად ნაცნობ პეროვსკაიას ქუჩაზე) გაიხსნა და სადაც, ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მისულმა სტუმარმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს.

შთამბეჭდავი ინტერიერი, საოცრად თბილი გარემო, ქართული სტუმართმოყვარეობა, უგემრიელესი ტრადიციული თუ ევროპული კერძები, ღვინის მრავალფეროვნება, გემოვნებიანი მუსიკა და მზრუნველი პერსონალი – ეს ყველაფერი ერთ სივრცეში დაგხვდებათ.

როგორც „ალაგის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, გიგა ბატკუაშვილი ამბობს, „ალაგის“ სტუმარი აუცილებლად შეიგრძნობს საქართველოს!

„ჩვენთან მოსულ სტუმრებს ელით არაჩვეულებრივი, კომფორტული გარემო, განსაკუთრებით ეს გარემო ტურისტებისთვის იქნება მისაღები. სტუმრებს გავუმასპინძლდებით როგორც ქართული, ისე ევროპული კერძებით. ამასთან, ყოველ საღამოს სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა მოუსმინონ ნამდვილ, ქართულ, ჭეშმარიტ ქალაქურ სიმღერას“, – ამბობს გიგა ბატკუაშვილი.

მისივე ინფორმაციით, ახალმა კვების ობიექტმა პირველ სტუმრებს უკვე უმასპინძლა. რესტორანი „ალაგი“ მზად არის კარგი გაუღოს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს, რომლებიც ქართული კულტურით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, ახალი 2-სართულიანი რესტორანი „ალაგი“, რომელიც გიორგი ახვლედიანის ქ. 23-ში მდებარეობს, ყოველდღე მუშაობს და ის მორგებულია ნებისმიერი გემოვნებისა, თუ ასაკის მომხმარებელზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები