Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“ – მიხეილ სარჯველაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“ – მიხეილ სარჯველაძე

124
მიხეილ სარჯველაძე

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.

„არის გარკვეული რაოდენობა ონკოპაციენტებისა, რომელთაც უკვე ამოწურული ჰქონდათ ეს 25 000-ლარიანი ლიმიტი და შესაბამისად, ჰქონდათ ეს პრობლემა. მათთან მიმართებაშიც გავრცელდება ახლად მიღებული გადაწყვეტილება. ეს ნიშნავს იმას, რომ რა წამსაც გაფორმდება ეს გადაწყვეტილება, ამ პაციენტებს ახალი რეჟიმით ექნებათ სარგებლობის შესაძლებლობა და ის, რომ ამ ნორმატიული აქტის მიღებამდე ამოეწურათ ლიმიტი, არ ნიშნავს, რომ მათ რაიმე დაბრკოლება ან წინაღობა შეექმნებათ ამ მინიჭებული შესაძლებლობით სარგებლობაში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ 5 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25 ათასლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები