Coldplay ზაფხულიდან, მე-9 სტუდიური ალბომის – Music of the Spheres მხარდასაჭერ მსოფლიო ტურნეში დაბრუნდება. ბრიტანული პოპ როკ ჯგუფი ივნისიდან სექტემბრამდე, კონცერტებს ევროპაში გამართავს.
აღსანიშნავია, რომ ბენდის ევროპულ პერფორმანსებზე დასასწრები ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
საკულტო კოლექტივი გლასტონბერის წლევანდელ ფესტივალზეც იმღერებს.
გლასტონბერის ჰედლაინერთა ვინაობა ცნობილია – ვინ იმღერებენ ფესტივალზე?
გავრცელებული ინფორმაციით, Coldplay 2025-ში მეათე სტუდიურ ალბომს – Moon Music გამოუშვებს, რომელიც წინამორბედის გაგრძელება იქნება. დისკში რამდენიმე არტისტთან, მათ შორის კამილა კაბეიოსთან კოლაბორაციას ვარაუდობენ. ჭორების თანახმად, ამ უკანასკნელთან ჯგუფმა დუეტი – Jupiter ჩაწერა.
ცნობისთვის, 2021-ში კამილა კაბეიომ შონ მენდესთან ერთად, ,,ქოლდფლეის” პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. შოუზე, რომელიც Global Citizen Live-ის ფარგლებში, ნიუ-იორკში გაიმართა, მათ სიმღერა – Yellow შეასრულეს.