საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.