Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„გაერთიანებული საქართველო „ოცნებისთვის“ ეტყობა ძალიან მტკივნეული იყო… უხერხული და სასაცილოა, როცა „ქართული ოცნება“ ვიღაცის გამჭვირვალეობაზე ლაპარაკობს“ – ნანკა კალატოზიშვილი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაერთიანებული საქართველო „ოცნებისთვის“ ეტყობა ძალიან მტკივნეული იყო… უხერხული და სასაცილოა, როცა „ქართული ოცნება“ ვიღაცის გამჭვირვალეობაზე ლაპარაკობს“ – ნანკა კალატოზიშვილი

166
Untitled design - 2024-04-04T140919.888

„სასაცილოა, „ქართული ოცნება“ ვიღაცის გამჭვირვალეობაზე რომ ლაპარაკობს“ – ამის გამოეხმაურა მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას.

რატომ დააბრუნეს პარლამენტში ერთი წლის წინ გაწვეული კანონპროექტი? – დავით მათიკაშვილი განმარტავს, რომ მმართველ გუნდს პირობა არ დაურღვევია

„ძალიან საწყენია, როდესაც ახლა ასეთ რაღაცას აკეთებენ. მაშინ როცა ჩვენმა ბიჭებმა შემართებით ითამაშეს და წინ ასეთი სანერვიულო გვაქვს, გვინდა, ვუგულშემატკივროთ და ახლა ასეთ კანონპროექტს აინიცირებენ.

გაერთიანებული საქართველო მათთვის [ქართული ოცნებისთვის] ეტყობა ძალიან მტკივნეული იყო, სხვანაირად გაუგებარია სამ თუ ოთხ დღეში ამის გაკეთება. სასაცილოა, „ქართული ოცნება“ ვიღაცის გამჭვირვალეობაზე რომ ლაპარაკობს“ , – ამბობს ნანკა კალატოზიშვილი „მთავარ არხთან“ საუბრისას.

გვარამია: „ეს არის ხაფანგი – რუსული კანონის მიღება იგეგმება ევროპის ჩემპიონატისას, რომ ხალხს არ ეცალოს“

ცნობისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში ოფიციალურად ინიცირებულია.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა – კერძოდ კი, 20%-ზე მეტი – უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტი თავისი შინაარსით გასულ წელს ინიცირებული და შემდგომში “ჩაგდებული“ პროექტის ანალოგიურია. პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა.

„ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე.. აქციაზე გამოსული ადამიანები დაიწყებენ კანონის გაპროტესტებას, იმისათვის, რომ დარჩნენ გაუმჭვირვალეები და განაგრძონ მუშაობა ბნელ ღამეში“ – ნინო წილოსანი

@tvmtavari "გაერთიანებული საქართველო ეტყობა "ოცნებისთვის" ძალიან მტკივნეული იყო… უხერხული და სასაცილოა, როცა "ოცნება" ვიღაცის გამჭვირვალეობაზე ლაპარაკობს" | ნანკა კალატოზიშვილი რუსულ კანონზე #მთავარი #მთავარიარხი #mtavariarkhi #mtavari #foryou #foryoupage #fyp #4u ♬ original sound – Mtavari.tv