LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივმართავ ოპოზიციას, გამოიყენონ შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია“ – „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა

126
პარლამენტი

ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდა.

საკითხი ხელმოწერების ნამდვილობის შესამოწმებლად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს გადაეცემა, მომზადდება პროექტი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შექმნაზე.

განცხადება ამასთან დაკავშირებით პარლამენტის ბიუროს სხდომაზე შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკურ ჯგუფებს მოუწოდა, დაასახელონ თითო წარმომადგენელი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში.

ასევე ნახეთ

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები მოამზადა, რომელზეც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და მივმართო ყველა ფრაქციას და პოლიტიკურ ჯგუფს შემდეგი წინადადებით, რომ ყველამ დაასახელოს თითო წარმომადგენელ საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიაში. ზოგადად, წესი არის, რომ ნახევარი იყოს უმრავლესობის და ნახევარი ოპოზიციის წარმომადგენლობა.

თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციიდან არ არის საკმარისი წარმომადგენლობა, შეიძლება, ეს ბალანსი არც იყოს დაცული. მივმართავ ოპოზიციას, რომ გამოიყენონ ეს შესაძლებლობა, ჩაერთონ დისკუსიაში, საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კომისიის ამოცანა არის საზოგადოებასთან, მათ შორის რეგიონებში, შეხვედრების ორგანიზება და ამ კანონპროექტის გაცნობა. საზოგადოებისგან აზრის მოსმენა.

„ჩვენი პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციური უფლება და თავისუფლება, როგორი არატრადიციული ცხოვრების წესიც არ უნდა გააჩნდეთ და ასევე ძალიან პრინციპულად დავიცვათ ოჯახური ღირებულებები“ – მამუკა მდინარაძე

მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, ფრაქციას, ოპოზიციას განსაკუთრებით, რომ ჩაერთონ და დაასახელონ თითო წარმომადგენელი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს აქვს მაქსიმუმ ერთი კვირა, რომ ხელმოწერები გადაამოწმოს, ამავე დროს მოამზადებს დადგენილების პროექტს, რომელსაც შემდეგ სასესიო კვირაში განვიხილავთ, შევქმნით საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას, რომელსაც შემდეგ ექნება ერთი თვე, რომ ჩაატაროს შეხვედრები.

ბოლოს უკვე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია მოახსენებს პარლამენტს, რა არის შედეგები ამ განხილვების და უკვე პარლამენტი კომიტეტების და პლენარული სხდომის ფორმატში განიხილავს ამ კანონპროექტს“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მამუკა მდინარაძე: არსებობს გამოწვევა ერთნაირ სქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით და ჩვენ ეს კარი ამოვქოლეთ – ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს