LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აცრები კატეგორიულად არ არის აუტიზმის გამომწვევი“ – ბავშვთა ნევროლოგი ნანა ტატიშვილი

904
ნანა ტატიშვილი

ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა „პირველი არხის“ ეთერში აუტიზმის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა. ექიმის თქმით, არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ამ თემას სწავლობს, მაგრამ ზუსტი მიზეზების დასახელება მაინც რთულია.

„გამომწვევ მიზეზებს შორის, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ გენეტიკა გარკვეულ როლს თამაშობს, თუმცა 100-ზე მეტი გენია აღმოჩენილი და პირდაპირი კავშირი აუტიზმთან მაინც არ არის. ბევრი კვლევა ჩატარდა თავის სტრუქტურული დაზიანების შესწავლის მიზნით, მათ შორის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით. გარკვეული მონაცემებით, აუტიზმის მქონე ბავშვებში შუბლის წილი მეტად არის განვითარებული, მაგრამ კეფის წილი და თხემის წილი ნაკლები მოცულობისაა, მაგრამ ამას აუტიზმს პირდაპირ მაინც ვერ უკავშირებენ. ერთადერთი, რასაც ამბობენ, აცრები კატეგორიულად არ არის აუტიზმის გამომწვევი“ – განაცხადა ნანა ტატიშვილმა გადაცემაში „პირადი ექიმი-მარი მალაზონია“. 

სამი ნიშანი 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმის ამოსაცნობად – ნანა ტატიშვილი

🧩რა შეიძლება გახდეს აუტიზმის გამომწვევი მიზეზი? 🔵სტუმარი: ნანა ტატიშვილი – ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი

Posted by პირადი ექიმი მარი მალაზონია • 1tv.ge on Tuesday, April 2, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები