„მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი იუბილარი გახლდათ. მას ცოლ-შვილმა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუწყო და სახლი სპეციალურად დაბადების დღისთვის ლამაზად მორთო.
ვიდეო: „რა ლამაზი დღეა!..“ – გიგი დედალამაზიშვილს ცოლ-შვილმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო
გიგის და, ნინი დედალამაზიშვილი ემოციურ ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც ჩანს, თუ როგორ აღნიშნა „მგზავრების“ სოლისტმა იუბილე.
„გიგის გაუმარჯოს“, – წერს ნინი დედალამაზიშვილი.
ვიდეოს კომენტარებში გიგი უამრავ მილოცვას იღებს.