LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათასწლეულის ფონდი სკოლის მოსწავლეებისთვის 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს აცხადებს

136
კონკურსი

ათასწლეულის ფონდმა 2024 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი გამოაცხადა.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 13-17 წლის სკოლის მოსწავლეებს.

კონკურსში მონაწილე გუნდები წარმოადგენენ მათ მიერ შექმნილ პროექტებს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია; კიბერტექნოლოგიები და უსაფრთხოება; გარემოს დაცვა, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილებ;, ჯანდაცვა და კვება; გამოყენებითი ტექნოლოგიები და აპლიკაციები (მობილური აპლიკაციები, ფინანსური ტექნოლოგიები, საბანკო აპლიკაციები, ხელოვნური ინტელექტი); რობოტექნიკა.

კონკურსანტების პროექტებს დარგის ექსპერტებისგან შემდგარი დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს.

კონკურსის შესარჩევი ეტაპების შედეგად სამი საუკეთესო გუნდი გამოვლინდება. პირველ ადგილზე გასული გუნდი მონაწილეობას მიიღებს აშშ-ში NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, ჰიუსტონის კოსმოსურ ცენტრში, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი – საერთაშორისო STEM პროექტებში.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი.

2024 წლის კონკურსის პირობები და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე.

შეგახსენებთ, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი 2015 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება.

ათასწლეულის ფონდი კონკურსს ახორციელებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და ლიბერთი ბანკი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები