LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შერისა და მერილ სტრიპის საკულტო მომენტი iHeartRadio Music Awards-ზე

135
Untitled

შერისა და მერილ სტრიპის მეგობრობის ისტორია სტარტს 1983 წლიდან იღებს. მათ ერთმანეთი ბიოპიკის ,,სილქვუდი” გადაღებებზე გაიცნეს.

ფილმი რეალური ისტორიის მოტივებზე დაყრდნობით, კარენ სილქვუდის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლი სტრპმა მოირგო. აღსანიშნავია, რომ კინოსურათი ორივე ვარსკვლავისთვის წარმატებული გამოდგა. მაიკ ნიკოლსის ბიოგრაფიულ ფილმში განსახიერებული პერსონაჟებისთვის, ისინი ,,ოსკარებზე” ნომინაციებში: ,,საუკეთესო მსახიობი ქალი” და ,,საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში” წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ შერიმ პირველი და ერთადერთი ,,ოსკარი” ფილმში Moonstruck შესრულებული მთავრი როლისთვის მიიღო. 1988 წელს მასთან ერთად ,,საუკეთესო მსახიობი ქალის” ნომინაციაში სტრიპიც იყო წარდგენილი, რაც როგორც შერიმ აღნიშნა მისთვის დიდი პატივი იყო. მაშინ, მან სამადლობელ სიტყვაში მადლიერება და პატივისცემა გამოხატა მისი კოლეგის მიმართ, რომელიც გამარჯვებულის გამოცხადებისას ფეხზე წამოხტა.

80-იანების შემდეგ ისინი ერთად არაერთ პროექტში გამოჩნდნენ. საკულტო ვარსკვლავების მეგობრობა ოთხი ათწლეულია სამაგალითოდ ითვლება, რასაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი iHeartRadio Music Awards-ზე, სადაც სპეციალური პრემია – Icon Award შერიმ სიმბოლურად მერილ სტრიპისგან მიიღო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები