„ეს კანონი არ უნდა გავატანინოთ! ყველას მოვუწოდებ, ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში, ვისაც უნდა, რომ ეს ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს, აბჯარი აისხით, მოემზადეთ დიდი ვნებათაღელვა და ცემა-ტყეპა გველის. ეს არ უნდა გავატანინოთ!“ – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების” ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტი სახელწოდებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, „საქართველოში არ უნდა გავიდეს“.
ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები „რაღაც ბნელ ფულს იღებენ“.
„ეს არის მავნებლობა, რასაც აკეთებენ. ეს არის ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ. ერთხელ ხომ აწვალეს ეს ქვეყანა, ერთხელ ხომ კინაღამ ამობრუნდა ყველაფერი ამ ქვეყანაში, ახლა ატრიალებენ ისევ ამ კანონს.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიციირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს.
ვეუბნები, რომ არ გინდათ ამის კეთება, რუსულია. არ უნდა გავატანინოთ, რა რუსული კანონი, საქართველოში არ უნდა გავიდეს, ეს კანონი პარლამენტმა არ უნდა მიიღოს, მორჩა და გათავდა.
[„ქართული ოცნების“] არგუმენტები არ მაინტერესებს, ყველაფერი გამჭვირვალეა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება 100%-ით არის გამჭვირვალე. ტყუილია იმაზე ლაპარაკი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია რაღაც ბნელ ფულს იღებს.
არ ასვენებთ გამჩენი. ეტყობა რაღაც ვალდებულებები აქვთ ამ რუსებთან და ისინი ავალდებულებენ, თორემ ახსნა ლოგიკური და ნორმალური ამას არ აქვს, რაც დღეს ხდება“. – განაცხადა ელისაშვილმა.
„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე