LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ის ფეხბურთელები, ვინც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირზე გაიყვანა, რუსულ კანონმდებლობას უპირისპირდებოდა“ – ხატია დეკანოიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

146
ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძე: „ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ორი მილიარდი დოლარი რომ გაუჩერეს შვეიცარიის ბანკში, მეტი სანქცია რა უნდა იყოს? ის არის კაცი, რომელმაც, პირდაპირი გაგებით, ქვეყნისთვის თავი გაწირა, ფულით არ შანტაჟდება“

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, რომლებმაც ჩვენი ქვეყანა ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, სწორედ ამ რუსულ კანონმდებლობას უპირისპირდებოდა“.

„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე

„ამაყობთ ხოლმე, რომ საქართველოს ნაკრები გავიდა ევროპის ჩემპიონატზე და მოლაპარაკებების გახსნის წინ კიდევ დააბრუნეთ რუსული კანონმდებლობა. ეს პოლიტიკური ძალა ხართ თქვენ ის ფეხბურთელები, ვინც გაიყვანა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირზე, სწორედ ამ რუსულ კანონმდებლობას უპირისპირდებოდა. მათ შორის თავდაუზოგავი შრომით. თქვენ კი გინდათ დემოკრატია დაანგრიოთ და ამ ქვეყანას მომავალი წაართვათ“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.