LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ. ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – რომან გოცირიძე

138
რომან გოცირიძე

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ქუჩაში გამოსვლის დროა!, რადგან „ქართულ ოცნებას“ აგენტების რუსული კანონი შემოაქვთ“.

„ქართული ოცნება“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში ისევ დააინიცირებს

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ