ჟენევის ავტოშოუ ამ ეტაპზე ავტომოყვარულების მთავარი სასაუბრო თემაა, რასაც რა თქმა უნდა არც ”ავტორადიო” ჩამორჩება და მაქსიმალურად მოგაწვდით ინფორმაციას უახლესი მოდელებისა და ჟენევაში განვითარებული მოვლენების შესახებ. ამჯერად საუბარი გვექნება ღონისძიების ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენაზე Bugatti Chiron…
დიდი ხანია რაც ავტომოყვარულები ამ სუპერქარის გამოჩენას ელიან. და აი! დადგა ის დღეც, როცა Chiron-მა მზის სინათლე იხილა. რა თქმა უნდა, Bugatti-ს ტრადიცული, მაგრამ უნიკალური დეტალები, უყურადღებოდ არ დარჩენილა. ვიზუალის გარდა, ავტომობილი ტექნიკური დეტალებითაც უნიკალურია…
სიმძლავრე? 1500 ცხენის ძალა, 8,0 ლიტრიანი ბენზინზე მომუშავე ოთხ ტურბინიანი W16 ტიპის ძრავი, რომელიც 7 სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფით იმართება.
უახლესი სუპერქარი 0-დან 100კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,5 წამს ანდომებს. 200კმ/სთ სიჩქარის განვითარებას 6,5 წამში, 13,6 წამში ავტომობილი 300კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს, ხოლო მაქსიმალური სისწრაფე 420კმ/სთ-ა.
სიახლეა ავტომობილის გაბარიტებშიც, რომელიც Veyron-თან შედარებით 82 მმ-ით გრძელი, 40 მმ-ით მაღალი და 155კგ-ით მძიმეა. Chiron-ის მაქსიმალური წონა 1995 კგ-ა. რაც შეეხება ფასს, ახალი Bugatti Chiron-ის შეძენისთვის 2.4 მილიონიდან 2.6 მილიონამდე დაგჭირდებათ…